თეგებით ძიება
03. 06. 2021 მსოფლიო

ესპანეთის სასამართლომ სექს-მუშაკების პროფკავშირების შექმნას დაუჭირა მხარი

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ სექს-მუშაკების პროფკავშირების OTRAS შექმნას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ La Jornada ავრცელებს.

სასამართლომ დაადგინა, რომ ორგანიზაციის დებულება კანონს არ ეწინააღმდეგება და აღიარა, რომ ადამიანებს, ვინც "სექსუალურ სამუშაოს" ასრულებს, შეუძლიათ ასოციაციის თავისუფლებისა და ორგანიზაციის უფლებით სარგებლობა.

ამრიგად, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვეყნის ეროვნული სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილება. მაშინ მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ პროფკავშირ OTRAS-ის საქმიანობის ნებართვა კლიენტებთან შუამავალთა საქმიანობის დაკანონებას ნიშნავდა.

სექს-მუშაკების პროფკავშირები ესპანეთში 2018 წელს დარეგისტრირდა. მან ნებართვა შრომის სამინიტროს მთავარი სამმართველოდან მიიღო. თუმცა, სამი კვირის შემდეგ, მთავრობამ მისი ანულირების პროცედურა სასამართლოს გზით დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა