თეგებით ძიება
03. 06. 2021 მსოფლიო

NASA ვენერაზე ორ ახალ მისიას აანონსებს

აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველო (NASA), პლანეტის ატმოსფეროსა და გეოლოგიური ნიშნების შესასწავლად, ვენერაზე ორ ახალ მისიას აანონსებს, - ამის შესახებ BBC წერს.

მისიები, რომელთაგანაც თითოს ღირებულება $500 მილიონამდეა, 2028-დან 2030 წლამდე შესრულდება.

„ეს მისიები არის შანსი, რომ გამოვიკვლიოთ პლანეტა, რაც 30 წელზე მეტია, აღარ გაგვიკეთებია. მისიების მიზანია, დადგინდეს, როგორ იქცა ვენერა ჯოჯოხეთის მსგავს სამყაროდ, რომლის ზედაპირზეც ტყვიაც კი დნება“, - აცხადებენ NASA-ში.

ბოლო კოსმოსური ზონდი პლანეტას 1990 წელს ეწვია. ხომალდს „მაგელანი“ ერქვა. დაანონსებული ორი მისიიდან, ერთის სახელწოდება „დავინჩი+“, მეორის კი „ვერიტასია“.

ვენერა მზიდან მეორე და მზის სისტემაში ყველაზე ცხელი პლანეტაა. მის ზედაპირზე ტემპერატურა 500C-საც კი აღწევს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა