თეგებით ძიება
03. 06. 2021 მსოფლიო

ქალი პოლიციელი ნივთმტკიცებად ამოღებულ კოკაინს ყიდდა

უკრაინაში, ოდესის ოლქში პოლიციამ ნარკოდაჯგუფება გამოავლინა, რომელშიც პოლიციის თანამშრომელი შედიოდა. ქალი გამოძიების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულ კოკაინს იპარავდა და ყიდდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, ბოროტმოქმედები ნარკოტიკებსა და ფსიქოტროპულ საშუალებებს ადგილობრივ ნარკოდამოკიდებულ პირებზე ასაღებდნენ, რისთვისაც ნარკოდილერებს იყენებდნენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქალმა ჯამში ნივთმტკიცებად ამოღებული 0,5 კოკანინი მოიპარა, რომლის რეალიზაციას მცირე პარტიებად ცდილობდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა