თეგებით ძიება
04. 06. 2021 მსოფლიო

ქელბაჯარის რაიონში 2 ადამიანი დაიღუპა

აზერბაიჯანის ტელევიზიის “Azərtac“-ის ორი თანამშრომელი სომხეთის საზღვართან მდებარე ქელბაჯარის რაიონში დაიღუპა. მათი ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა. ამის შესახებ azerbaycan24.com იუწყება.

გამოცემა დაღუპულთა ვინაობასაც აქვეყნებს - ეს ტელეკომპანიის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და ტელევიზიის თანამშრომელი მაგერამ იბრაჰიმოვია.

AzTV-ის ინფორმაციით, ინციდენტი სოფელ სუსუზლუგის მახლობლად მოხდა. აფეთქების დროს მძღოლი და ადგილობრივი მკვიდრი მძიმედ დაიჭრნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა