თეგებით ძიება
04. 06. 2021 მსოფლიო

ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის სივრცეში ფრენა აეკრძალათ

ევროკავშირმა ბელარუსულ ავიაკომპანიებს გაერთიანების სივრცეში ფრენა აუკრძალა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება.

ამასთან, ევროკავშირმა ევროპულ ავიაკომპანიებს ბელარუსის თავზე ფრენების განხორციელებისგან თავის შეკავება ურჩია.

არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება „ცენტრალური ევროპის დროით“ (CET) შუაღამისას შევა ძალაში.

აკრძალვის პრაქტიკაში განხორციელებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები გააკონტროლებენ. როგორც „როიტერი“ წერს, ამ ტიპის სანქციები ბელარუსის მიმართ უფრო ფართო ეკონომიკური შეზღუდვების ნაწილი იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა