თეგებით ძიება
05. 06. 2021 მსოფლიო

შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით 135 მილიარდი კუბური მეტრია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ზონგულდაქის პროვინციაში თურქულმა საბურღმა გემმა Fatih-მა საქარიას საბადოს Amasra-1-ის ჭაბურღილში 135 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა. შედეგად, ჯამში, თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 540 მილიარდ კუბური მეტრს შეადგენს.

როგორც თურქული მედია წერს, საქარიას საბადოზე ბუნებრივი აირის მოსაპოვებელი სამუშაოების დაწყება 2023 წლიდან იგეგმება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა