თეგებით ძიება
06. 06. 2021 მსოფლიო

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ

დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარის და მეგან მარკლს გოგონა შეეძინათ. ახალშობილი გოგონას სრული სახელი ლილიბეთი „ლილი“ დაიანა მოუნთბათენ-უინდზორია.

ჰარის და მეგანის ქალიშვილი 4 ივნისს კალიფორნიის ქალაქ სანტა-ბარბარას სამშობიაროში დაიბადა. დედა და შვილი ჯანმრთელად არიან, თავს კარგად გრძნობენ.

მშობლების განმარტავს, გოგონას ორი სახელი შეურჩიეს. ლილიბეთი დიდი ბებიის და დაიანა – უელსის პრინცესას, ჰარის დედის საპატივსაცემოდ.

წყვილს ასევე ჰყავს ვაჟიშვილი, 2 წლის არჩი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა