თეგებით ძიება
07. 06. 2021 მსოფლიო

პაკისტანში შეჯახებას 30 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში სარკინიგზო ავარია მოხდა. ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა 50 კი დაშავდა. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს სინდის პროვინციაში, სარკინიგზო სადგურებს შორის შეეჯახა.

ცნობილია, რომ 20-მდე ადამიანი კვლავ ვაგონებში იმყოფება, რომელთა ამოყვანას მაშველები ცდილობენ.

ადგილზე მობილიზებული პოლიცია და მიმდინარეობს გადარჩენილთა ევაკუაციის სამუშაოები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა