თეგებით ძიება
07. 06. 2021 მსოფლიო

ბრიტანეთში მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზს ააშენებენ

ბრიტანეთში მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზს ააშენებენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, პროექტს Blue Abyss („ლურჯი უფსკრული“) ამავე სახელწოდების ადგილობრივი კომპანია განახორციელებს. მისი ღირებულება 211 მილიონი დოლარია. აუზის სიღრმე 50 მეტრი, სიგანე 40, სიგრძე კი ასევე 50 მეტრი იქნება. ის 42 მილიონ ლიტრს წყალს დაიტევს, რაც 17 ოლიმპიური აუზის მოცულობის ტოლია.

ყველაზე ღრმა აუზში უახლეს წყალქვეშა ტექნოლოგიებს გატესტავენ, მათ შორის რობოტექნიკასა და მინი წყალქვეშა ნავებს. ამასთან, მას ასტრონავტებისა და მყვინთავების სავარჯიშოდ გამოიყენებენ.

სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ცნობილია, რომ „ლურჯი უფსკრული“ კორნვოლში აშენდება. კომპანიის ინფორმაციით, აუზი 2023 წელს იქნება მზად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა