თეგებით ძიება
07. 06. 2021 მსოფლიო

საფრანგეთში Google 220 მილიონით დააჯარიმეს

საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა Google 220 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მიზეზად ონლაინ რეკლამის სფეროში დარღვევები დასახელდა. ინფორმაციას France24 ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, Google ფაქტები არ გაასაჩივრა და ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილება კორპორაციასთან გარიგების პროცედურის ფარგლებში იყო მიღებული.

მარეგულირებლის განცხადებით, ჯარიმის მიზეზი ის გახდა, რომ კომპანია საკუთარ სარეკლამო სერვისში რეკლამების განთავსებისას დომინანტ მდგომარეობას ბოროტად იღებენდა.

ცნობისთვის, 13 მაისს იტალიის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა (AGCM) დომინირების ბოროტად გამოყენებისათვის Google 102 მილიონი ევროთი დააჯარიმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა