თეგებით ძიება
07. 06. 2021 მსოფლიო

ჯეფ ბეზოსი 20 ივლისს კოსმოსში გაფრინდება

კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 20 ივლისს მისივე კომპანიის, Blue Origin-ის მიერ შექმნილ კოსმოსურ ხომალდ New Shepard-ით კოსმოსში გაფრინდება. ამის შესახებ CNN იუწყება.

ბეზოსი კოსმოსში გაფრენას უმცროს ძმასთან, მარკ ბეზოსთან ერთად გეგმავს.

„ეს იქნება უდიდესი თავგადასავალი, რომელშიც მე ჩემს ძმასთან და საუკეთესო მეგობართან ერთად მივიღებ მონაწილეობას. კოსმოსში გამგზავრებაზე 5 წლიდან ვოცნებობ,“ - დაწერა ბეზოსმა ინსტაგრამში.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ბეზოსი, რომელიც მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია, (მისი ქონება 187 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს), პირველი მილიარდერი იქნება, რომელიც კოსმოსში გაემგზავრა. თანაც ის გაფრენას საკუთარი კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტით აპირებს, რომელშიც მილიონობით დოლარი ჩადო.

Blue Origin-ის ხომალდმა 60 მილის სიმაღლეს უნდა მიაღწიოს და კოსმოსში ფრენა მხოლოდ 11 წუთს გაგრძელდება. მოგვიანებით Blue Origin კოსმოსში მგზავრების გაგზავნას გეგმავს და ერთი ბილეთის ფასი დაახლოებით 2,8 მილიონი აშშ დოლარი იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა