თეგებით ძიება
07. 06. 2021 მსოფლიო

ყარაბაღის ომში სომხური მხრიდან 3700 ადამიანი დაიღუპა - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სომხური მხრიდან 3700 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.

„3700 დაღუპული ოფიციალურად არის დადასტურებული, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ციფრი 4000-მდე გაიზარდოს“ -განაცხადა ფაშინიანმა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხრიდან 44-დღიანი ომის დროს 2895 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 19 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა