თეგებით ძიება
08. 06. 2021 მსოფლიო

თურქეთში განსაკუთრებით საშიში ტერორისტია ლიკვიდირებული

თურქეთში, ვანის პროვინციაში ანტიტერორისტული ოპერაცია "Eren-ის" პირველი ეტაპის ფარგლებში ლიკვიდირებულია ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) განსაკუთრებულად საშიში მეომარი, გექჰან დემირი, რომელსაც ქვეყნის შსს ეძებდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.

თურქეთის შინაგანს საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის საქველმოქმედო ორგანიზაცია Vefa-ს თანამშრომლებზე თავდასხმასთან არის დაკავშირებული. ინციდენტი 2020 წლის 15 მაისს მოხდა. ორი თანამშრომელი გარდაიცვალა, ერთი დაიჭრა.

ანტიტერორისტული ოპერაციები "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წინააღმდეგ ტარდება, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა