თეგებით ძიება
08. 06. 2021 მსოფლიო

ინდოეთში ერთ დღე-ღამეში მეხმა 27 ადამიანი მოკლა

ინდოეთში, დასავლეთ ბენგალიის შტატში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე 27 ადამიანი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ The Times of India ავრცელებს.

გარდაცვლილთა შორის სამი ქალია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ ჭექა-ქუხილის დროსაც კი ადამიანები მინდვრებში მუშაობას აგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო სამსახურებმა საფრთხის მაღალი დონე გამოაცხადეს.

დასავლეთ ბენგალიის შტატის ხელისუფლებამ გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მოსახლეობას მოუწოდა, წვიმების დროს სიფრთხილე გამოიჩინოს


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა