თეგებით ძიება
08. 06. 2021 მსოფლიო

FBI-მ სპეციალური მობილური აპლიკაციის გამოყენებით 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და ავსტრალიის ფედერალურმა პოლიციამ აშშ-ში, ავსტრალიაში და სხვა ქვეყნებში რამდენიმე წლიანი ოპერაციის შედეგად 224 დამნაშავე დააკავა. ამის შესახებ BBC იუწყება.

დამნაშავეთა დაკავება სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით გახდა შესაძლებელი, რომლის დახმარებით ბოროტმოქმედების მიყურადება და მათზე თვალთვალი გახდა შესაძლებელი. ონლან-რეჟიმში პოლიციის ოფიცრებმა მილიონობით შეტყობინება წაიკითხეს, სადაც საუბარი იყო მკვლელობების დაგეგმვაზე, ნარკოტიკების შეტანის სქემებზე და სხვა ოპერაციების შესახებ.

დაკავებულთა შორის მაფიასთან და ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან დაკავშირებული პირები არიან. ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკები, იარაღი და ნაღდი ფული.

ოპერაციის ფარგლებში ახალ ზელანდიაში 35 ადამიანი დააკავეს, რაც, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ქვეყნის ისტორიაში ყველა რთული მსგავსი ტიპის ოპერაცია იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა