თეგებით ძიება
08. 06. 2021 მსოფლიო

მსოფლიოს წამყვანი ვებ-საიტები შეფერხებით მუშაობს

მსოფლიოს წამყვანი ვებ-საიტები, როგორებიცაა Financial Times, Guardian, New York Times და Bloomberg News შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ასევე ტექნიკური პრობლემები სოციალურ ქსელებს და სამთავრობო სტრუქტურების საიტებსაც შეეხო. ხარვეზები მსოფლიოში გზავნილების უდიდეს კომპანიას, Amazon-საც შეეხო, სადაც სერვისების უდიდესი ნაწილი მიუწვდომელი იყო.

როგორც გაირკვა, პრობლემა კომპანია Fastly-ს ტექნიკური გაუმართაობით იყო გამოწვეული, რომელიც აღნიშნულ ვებ-საიტებს ე.წ. ქლაუდის (ღრუბლის) ალგორითმული გამოთვლების მომსახურებას უწევს. ამ სერვისის დახმარებით საიტების მუშაობა უფრო სწრაფი და პროდუქტიული ხდება.

Fastly-ს მუშაობის შეფერხების მიზეზი უცნობია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა