თეგებით ძიება
08. 06. 2021 მსოფლიო

ყველაზე მდიდრების ყველაზე ღარიბული ავტომობილები

მდიდრული ავტომობილები მდიდრებისთვისაა. ისინი თავს იმის უფლებას აძლევენ, რომ კომფორტისთვის, ბევრი ცხენის ძალისა და პრესტიჟისთვის, ათეულობით ათასით მეტი გადაიხადონ. მათთვის ეს დიდების სათამაშოებივითაა. ასეთ სათამაშოზე უარს ბევრი არ ამბობს. ან რატომ უნდა თქვან.

მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ავტომობილი გადაადგილების საშუალებაა და მეტი არაფერი. ასეთებს არ სურთ, რომ სხვებისგან გამორჩეულები იყვნენ. უბრალოდ, ამის მოთხოვნილება არ აქვთ. და როცა გაიგებთ, რით გადაადგილდებიან ბილ გეიტსი, უორენ ბაფეტი და IKEA-ს დამაარსებელი, ალბათ გაგიკვირდებათ. თუმცა, გასაკვირი არაფერია. მაშ ასე. რამდენიმე ასეთ უცნაურ წყვილს (მილიარდრი/ავტო) ერთად გავეცნოთ:

მაიკლ დელი - Hummer H2




„ჰამერზე“ როგორ უნდა თქვა უბრალო, მაგრამ კომპანია „დელის“ დამაარსებლისთვის ასეა. ის ყველაზე ხშირად ამ „ჰამერ H2-ით“ და პირველი თაობის „პორშე ბოქსტერით“ სარგებლობს, თუმცა ფარეხში „პორშე კარერა GT-ც“ ჰყავს.


აკ-ვალიდ ბილ ტალალ ალ-საუდი-Infiniti FX45




საუდის არაბეთის პრინცისთვის ეს ავტომობილი უბრალოზე უბრალოა. მის ავტოფარეხში „როლს-როის ფანტომს“ და უამრავ სუპერ ავტომობილს ნახავთ. მაგრამ მისთვის ყველაზე მოსახერხებელი „ინფინიტი FX45“ ყოფილა.

პოლ ალენი - Mazda B-Series


ყველაზე მდიდრების ყველაზე ღარიბული ავტომობილები


გეიტსის პარტნიორი რამდენიმე სუპერ ავტომობილის მფლობელია, მაგრამ ყველაზე ხშირად უბრალო, „მაზდას“ B-სერიის პიკაპით სარგებლობს.

ინგვარ კამპრადი - Volvo 240 GL




IKEA-ს დამფუძნებელი ალბათ ყველაზე ორიგინალური და გამორჩეულია. ის უნვერსალ 240 GL-ით გადაადგილდბა, რომელსაც შვედური კომპანია 1974 წლიდან აწარმოებდა. ამ კაცის ქონება 28 მილიარდ დოლარს აღწევს, ის კი ამ „ვოლვოს“ გარდა, ხშირად მეტროთი და ველოსიპედითაც მგზავრობს ხოლმე!.. ვიკინგი მეომრების შთამომავალი ნამდვილად იმსახურებს აღტაცებას.

ბილ გეიტსი - Porsche 911




უხერხულია, როცა „პორშე 911-ს“ უბრალო ავტომობილად მოვიხსენიებთ, მაგრამ 1991 წელს გამოშვებული 911 ასეთებში მაინც შეიძლება გავიყვანოთ. სხვათა შორის, ბატონ გეიტსს მეორე „პორშეც“ ჰყავს, გაცილებით პრესტიჟული 959. ოღონდ, მისით ყოველდღე არ სარგებლობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა