თეგებით ძიება
08. 06. 2021 მსოფლიო

სამხედრო ტყვეების სანაცვლოდ, ჩემს შვილს გადმოგცემთ - ფაშინიანი ალიევს გარიგებას სთავაზობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მიმართავს და სამხედრო ტყვეების სანაცვლოდ მას საკუთარ შვილის გადაცემას სთავაზობს.

მანამდე ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომეხი სამხედრო პირები "არ აპატიებენ მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეწირვას".

"მე თანახმა ვარ. ოფიციალურად ვეუბნები აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს გადმოგცემ ჩემს ვაჟიშვილს ტყვეების სანაცვლოდ", - განაცხადა ფაშინიანმა.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანის შვილმა, აშოტ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ "მზად ვარ, აზერბაიჯანში წავიდე იმ პირობით, რომ ყველა სომეხი სამხედრო ტყვე გათავისუფლდება". მან აღნიშნა, რომ ქვეყნის სამსახური უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "საკუტარი მე და ოჯახი".

ეს განცხადება ფაშინიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სომხეთის მე-3 პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა, მას შესთავაზა, თავისი შვილი აზერბაიჯანს 20-25 სახმხედრო ტყვის სანაცვლოდ გადასცეს


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა