თეგებით ძიება
09. 06. 2021 მსოფლიო

აშშ-ში ფარმაცევტი დააპატიმრეს, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა გააფუჭა

აშშ-ის ვისკონსინის შტატში ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომელს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რადგანაც მან Moderna-ს ვაქცინის ასობით დოზა გააფუჭა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

46 წლის სტივენ ბრანდენბურგს 3-წლიანი პატიმრობის გარდა, კომპენსაციის სახით 83 800 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. ეს თანხა მან საავადმყოფოს უნდა გადაუხადოს, რომელშიც მუშაობდა და რომელსაც ზარალი მიაყენა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გასული წლის დეკემბერში ღამის მორიგეობის დროს ბრამდენბურგმა საავადმყოფოს მაცივრიდან ვაქცინის ფლაკონები ამოიღო, რის შემდეგ ვაქცინა უვარგისი გახდა.

ბრანდებურგი ე.წ. ანტივაქსერებს მიეკუთვნება. მას მიაჩნია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ადამიანისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა