თეგებით ძიება
09. 06. 2021 მსოფლიო

„პროპუბლიკას“ ინფორმაციით, აშშ-ის ყველაზე მდიდარი ადამიანები საშემოსავლო გადასახადებს მალავდნენ

საგამოძიებო ჟურნალისტური ვებგვერდის, „პროპუბლიკას“ ინფორმაციით, აშშ-ის ყველაზე მდიდარი ადამიანები საშემოსავლო გადასახადებს მალავდნენ. „პროპუბლიკამ“ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების, მათ შორის ჯეფ ბეზოსის, უორენ ბაფეტის და ელონ მასკის საგადასახადო დეკლარაციები შეისწავლა.

საგამოძიებო ჟურნალისტების ჯგუფი ამტკიცებს, რომ კომპანია „ამაზონის“ ხელმძღვანელს, ჯეფ ბეზოსს 2007 და 2011 წლებში, ასევე კომპანია „ტესლას“ ხელმძღვანელს, ელონ მასკს 2018 წელს გადასახადები არ გადაუხდიათ.

„პროპუბლიკას“ ინფორმაციით, 25 ყველაზე მდიდარი ამერიკელი იხდის ნაკლებ გადასახადებს, ვიდრე ჩვეულებრივ დასაქმებულთა უმრავლესობა.

„პროპუბლიკამ“, ჟურნალ „ფორბსის“ მიერ შეგროვებული მონაცემების გამოყენებით განაცხადა, რომ 25 უმდიდრესი ამერიკელის სიმდიდრე 2014 წლიდან 2018 წლამდე ერთობლივად 401 მილიარდი დოლარით გაიზარდა – მაგრამ ამ წლების განმავლობაში მათ გადაიხადეს 13,6 მილიარდი საშემოსავლო გადასახადი.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ „მთავრობის კონფიდენციალური ინფორმაციის ნებისმიერი უნებართვო გამჟღავნება“ უკანონოა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა