თეგებით ძიება
09. 06. 2021 მსოფლიო

12 წლის ბიჭმა სკოლა და კოლეჯი დაამთავრა და ორი ბიზნესი წამოიწყო

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში 12 წლის ბიჭმა სკოლა და კოლეჯი დაამთავრა და ორი ბიზნესი წამოიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს.

12 წლის მაიკ უიმერი წარჩინებული მოსწავლე იყო. გამრავლების ტაბულას უკვე საბავშვო ბაღში თავისუფლად ფლობდა. სწავლობდა მარტივად, თუმცა პედაგოგები მას სერიოზულად ყოველთვის არ აღიქვამდნენ, რის გამოც მას სასურველ საგნებზე დასწრება უჭირდა.

სწავლისგან თავისუფალ დროს მოზარდმა ორი ტექნოლოგიური კომპანია დააარსა. პირველი - ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში. რამდენიმე წლის წინ მან პარალელურად კოლეჯში ჩააბარა. ივნისის დასაწყისში კი ორივე სასწავლო დაწესებულებაში გამოსაშვები საღამო ჰქონდა.

პანდემიის დროს მაიკ უიმერმა სწავლას უფრო მეტი დრო დაუთმო, რადგან სკოლაში სიარული აღარ უწევდა და თავისუფალი დრო დამატებითი საგნებით შეცვალა.

ამასთან, ბიჭი ჩვეულებრივ საბავშვო გატაცებებსაც არ ივიწყებს.

"ჩემი ოთახი Hot Wheels-ის მანქანებითაა სავსე, იატაკზე სათამაშო რკინიგზაა და ყველგან LEGO-ს ნაკრებებია. ყველაფრით ვიღებ სიამოვნებას, სწავლითაც და ბიზნესითაც, ამასთან ბავშვად ვრჩები", - განაცხადა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა