თეგებით ძიება
10. 06. 2021 მსოფლიო

აშშ-ში TikTok-ის და WeChat-ის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები გააუქმეს

აშშ-მა გააუქმა შეზღუდვები ჩინეთში რეგისტრირებული TikTok-ის და WeChat-ის წინააღმდეგ. შესაბამის ბრძანებულებას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი. ამის შესახებ nytimes.com იუწყება.

შესაბამისად ბაიდენმა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის ბრძანებულება გააუქმა, რომელიც მან 2020 წლის აგვისტოში გამოსცა. იმ ბრძანებულების მიხედვით, აშშ-ის მოქალაქეებს ჩინურ კომპანიებთან ბიზნესის წარმოება და მათგან რეკლამის შეძენა ეკრძალებოდათ. ტრამპი ირწმუნებოდა, რომ ჩინური სერვისები სპეცსამსახურებთან არიან დაკავშირებულები და მათ ამერიკელ მომხმარებლებზე მონაცემებს აწვდიდნენ.

TikTok-მა და WeChat-მა ეს ინფორმაცია უარყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ აშშ-ის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზრის და ვაჭრობის წესებს ეწინააღმდეგება.

ახალი დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მობილური აპლიკაციების და პროგრამების უფრო დეტალური შესწავლა დაევალა, რათა დადგინდეს, არიან თუ რა ისინი აშშ-ის მტრებთან დაკავშირებულები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა