თეგებით ძიება
10. 06. 2021 მსოფლიო

აშშ მკაცრად გმობს მოსკოვის სასამართლოს მიერ ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციების „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციებად გამოცხადებას

აშშ მკაცრად გმობს მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციების „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციებად გამოცხადებას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ნაბიჯით რუსეთმა კანონგარეშედ გამოაცხადა ქვეყნის ერთ-ერთი დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობა.

„აღნიშნული ქმედება რუსეთის მთავრობის მხრიდან პოლიტიკურ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე რეპრესიების გაფართოებაზე მიანიშნებს. თავად ბატონი ნავალნი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია, იგი ციხეში იმყოფება პოლიტიკურად შეთხზული მიზეზების გამო. ჩვენ კვლავ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის ორგანიზაცია, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა