თეგებით ძიება
10. 06. 2021 მსოფლიო

,,სოთბის" აუქციონზე ოქროს მონეტა რეკორდულ თანხად, 19,5 მილიონ დოლარად, გაიყიდა

ოქროს 20 დოლარიანი მონეტა ,,ორმაგი არწივი", რომლის ერთ მხარეს თავისუფლების ქალღმერთია გამოსახული, მეორეზე კი- ამერიკის თავისუფლების სიმბოლო, თეთრთავიანი არწივი, ,,სოთბის" აუქციონზე რეკორდულ თანხად, 19,5 მილიონ დოლარად გაიყიდა - იუწყება გამოცემა DW.

ოცდოლარიანი მონეტა 1933 წელსაა გამოშვებული. ის ოქროს ბოლო ფულადი ნიშანია, რომელიც ამერიკაში მიმოქცევაში იყო გაშვებული.

პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მმართველობის დროს ამერიკამ უარი განაცხადა ოქროს მონეტების გამოშვებაზე და ისინი ყველა გადაადნეს, თუმცა, რამდენიმე ეგზემპლარი მაინც გადარჩა.

ოქროს ოცდოლარიანის წინა მფლობელი ფეხსაცმლის დიზაინერი, სტიუარტ ვაიცმანი, იყო, რომელმაც მონეტა 2020 წელს 7,6 მილიონ დოლარად შეიძინა, მაგრამ ეს თანხაც აღნიშნული გარიგებისთვის რეკორდულად ითვლებოდა.

ოქროს მონეტის ახალი მფლობელის ვინაობა გასაიდუმლოებულია.

ვაიცმანი კი აცხადებს, რომ აუქციონიდან მიღებული შემოსავალი მის საქველმოქმედო პროექტებს მოხმარდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა