თეგებით ძიება
10. 06. 2021 მსოფლიო

ხარკოვიდან მოსკოვამდე რაკეტის ფრენის დრო 10 წუთს შეადგენს - პუტინი

თუ უკრაინა ნატოში შევა, ალიანსის რაკეტას 10 წუთი დასჭირდება, რომ ხარკოვიდან მოსკოვამდე მიაღწიოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.

„მოდით წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდა. ხარკოვიდან ან დნეპროპეტროვსკიდან რუსეთის ცენტრალურ ნაწილამდე რაკეტის ფრენის დრო 7-10 წუთამდე შემცირდება. აქამდე ის პოლონეთიდან ან რუმინეთიდან 15 წუთს შეადგენდა. არის თუ არა ეს ჩვენთვის წითელი ხაზი? რა თქმა უნდა არის“ - განაცხადა პუტინმა „როსია-1“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

პუტინის თქმით, ადრე მიცემული დაპირების მიუხედავად, ნატოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მიიღეს და აშშ-მა იქ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები განათავსა, რომლებიც შეტევისთვისაც შეიძლება იყოს გამოყენებული. პუტინის თქმით, ე.წ. კარიბის კრიზისი 1960-იან წლებში იმის გამო შეიქმნა, რომ აშშ-სთვის კუბაზე საბჭოთა რაკეტების განთავსება მიუღებელი იყო, სწორედ იმიტომ, რომ ის აშშ-ის ტერიტორიასთან ძალზე ახლოს მდებარეობს. „ჩვენი რაკეტები კანადის სამხრეთ ნაწილში, ან მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში რომ ყოფილიყო განთავსებული, იქნებოდა თუ არა ეს წითელი ხაზი აშშ-სთვის“ - ამბობს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის მოსახლეობის 50%-ს ნატოში შესვლა არ სურს და „ეს ჭკვიანი ადამიანები არიან, რომლებსაც არ უნდათ საზარბაზნე ხორცად ქცევა და ცეცხლის ხაზზე აღმოჩენა“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა