თეგებით ძიება
11. 06. 2021 მსოფლიო

რა შედეგი მოაქვს ეკლესიაში მორალის და კანონიკის რღვევას და პრობლემების მიჩუმათების, დამალვის პოლიტიკას საეკლესიო იერარქებისგან

აი, რა შედეგი მოაქვს ეკლესიაში მორალის და კანონიკის რღვევას და პრობლემების მიჩუმათების, დამალვის პოლიტიკას საეკლესიო იერარქებისგან:
თეოლოგი შოთა კინწურაშვილი წერს:
"ირლანდია ხუთ მილიონამდე მოსახლეობით, მათი აბსოლიტური უმრავლესობა კათოლიკური ეკლესიის წევრი და კონსერვატიული მსოფლმხედველობით გამოირჩეოდა. რომის კათოლიკე ეკლესიას ისტორიულად მჭიდრო ბმა აკავშირებს ქვეყნის წარსულთან და იდენტობასთან. 1979 წელს სამდღიანი პასტორალური ვიზიტით ჩასულ იოანე პავლე მეორეს 2,7 მილიონამდე ირლანდიელი შეეგება.
90იანებში შეძრა ირლანდიური საზოგადოება ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშთა სახლებსა და სკოლებში წარსულში მომხდარმა არაერთმა სექსუალური, ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობის ფაქტებმა. შემდგომში ეს გაამძაფრა მისი გამოძიების და გადაფარვის მცდელობამ, ჯერ ადგილობრივი ეკლესიის, მოგვიანებით კი ვატიკანის გარკვეული მაღალიერარქების მხრიდან.
ირლანდიამ 2011 წელს დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა ვატიკანის სახელმწიფოსთან, რომლის მიზეზი ამ უკანასკნელის მხრიდან პროცესების საჯაროობის შეზღუდვა იყოს, იმ მიზეზით რომ არ „განადგურებულიყო“ სრულიად ეკლესიის ნდობა და ავტორიტეტი. 2014 წელს ისევ აღდგა ორმხრივი ურთიერთობა. ტრადიციულ ირლანდიურ საზოგადოებაში სადაც გაყრა, აბორტზე და ჰომოსექსუალიზმზე საუბარიც კი წარმოუდგენელი იყო, ეს უკანასკნელი კრიმინალიზირებულიც კი იყო. არსებული მოცემულობა მალევე შეიცვალა, 1993 წელს მოხდა ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია, 2015 წელს ერთსქესიანთა ქორწინებას მოსახლეობის 60 ზე მეტმა პროცენტმა დაუჭირა, იმავე წელს მოხდა აბორტის ლეგალიზება.
რატომ შეიცვალა(დაინგრა?) დაახლოებით ორმოცზე ნაკლებ წელიწადში ოფიციალური ქრისტიანული "ზნეობრივი ნორმებისგან" საუკუნეების განმავლობაში წარმოებული "საზოგადოებრივი მორალი"? რამ მოახდინა ირლანდიული საზოგადოების ასეთი რადიკალური ღირებულებითი ცვლა? ერთგვარი კულტურული თუ მენტალური რევოლუცია. რატომ იყო 2018 წლის ივნისში პაპი ფრანცისკეს სტუმრობისას დუბლინში ფაქტიურად ცარიელი ქუჩები, კათედრალი და სხვა ოფიციალური შეხვედრის ადგილები? პაპის ვიზიტმა აგრეთვე ხმაურიანი პროტესტების ფონზე ჩაიარა."


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა