თეგებით ძიება
11. 06. 2021 მსოფლიო

უკრაინაში საშიში ვირუსი მოიპარეს,რომელიც, შესაძლოა მსოფლიოში სწრაფად გავრცელდეს

უკრაინელი გამომძიებლები იკვლევენ "ნიუკასლის ფრინველის" დაავადების ვირუსის შტამის გაჟონვის საქმეს, რომელიც მიკროორგანიზმების შტამების ეროვნულ ცენტრში ინახება, ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სახელმწიფო სამეცნიერო და კონტროლის ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი ეჭვმიტანილია ვირუსის ნიმუშების მითვისებაში.

”ყოფილმა თანამშრომელმა მიითვისა ვირუსების საშიში შტამები, რომლებიც განისაზღვრება როგორც ინფექციური ცხოველების დაავადებების გამომწვევი პათოგენები და შეიძლება სწრაფად გავრცელდეს მნიშვნელოვან მასშტაბზე, მიუხედავად სახელმწიფო საზღვრებისა”, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიების თანახმად, ქალი მოპარული ნიმუშები სახლში მაცივარში ინახავდა და მათ გაყიდვასაც აპირებდა. ფლაკონები ჩხრეკის დროს ამოიღეს.

მიმდინარეოს ეჭვმიტანილის მიმართ აღკვეთ ღონისძიების შეფარდების საკითხი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა