თეგებით ძიება
14. 06. 2021 მსოფლიო

კაცი, რომლის გადაყლაპვაც ვეშაპმა სცადა, 20 წლის წინ ავიაკატასტროფას გადაურჩა

ამერიკელი მაიკლ პეკარდი, რომელიც ამბობს, რომ ყვინთვის დროს ვეშაპმა მისი გადაყლაპვა სცადა, 2001 წელს ავიაკატასტროფას გადაურჩა. ამის შესახებ Daiy Mail-ი წერს.

გამოცემამ ინციდენტის შესახებ Assosiated Press-ის სტატია აღმოაჩინა, რომლიდანაც ირკვევა, რომ მაშინ პეკარდი 38 წლისა იყო და კოსტა რიკაში, სან ხოსედან პუერტო ხიმენეზში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავი ჯუნგლებში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. პეკარდი ერთ-ერთი იყო 5 გადარჩენილს შორის, რომლებმაც მაშველების მოლოდინში 2 ღამე ჯუნგლებში გაატარეს.

სტატიის თანახმად, პეკარდს მრავლობითი დაზიანება ჰქონდა მუცლის არეში, ადგილზე მისულმა ექიმმა კი განაცხადა, რომ ის ჯუნგლებში კიდევ ერთ ღამეს უბრალოდ ვერ გადაიტანდა.

20 წლის შემდეგ კი პეკარდი კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, როცა მისი ვეშაპთან შეხვედრის შესახებ გახდა ცნობილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა