თეგებით ძიება
14. 06. 2021 მსოფლიო

მამამ 2 წლის გოგო გაყიდა, რათა იმ ფულით სასმელი ეყიდა

მამამ 2 წლის ქალიშვილი 5 000 რუპიად გაყიდა, რათა სასმელი ეყიდა. შემთხვევა ინდოეთში მოხდა.

პატარა გოგონა ბაბუას, რაბინდრა ბარიკის ძალისხმევით იპოვეს. მან ალკოჰოლდამოკიდებული ვაჟიშვილისგან შეიტყო, რომ სამი შვილიშვილიდან ყველაზე უმცროსი, 2 წლის გოგონა ფულის სანაცვლოდ გაასხვისა. მამამ გოგონა უშვილო ცოლ-ქმარს მიყიდა.

ფაქტზე ბაბუამ პოლიციაში საკუთარ შვილს უჩივლა. გამოძიება მამას ბავშვის გაყიდვას ედავება.

ალკოჰოლდამოკიდებული კაცი ცოლზეც ძალადობდა. მან ერთი თვის წინ მეუღლეზე იძალადა და ის სახლიდან გააგდო.

ამ დროისთვი მცირეწლოვანი, ბავშვთა დაცვის ადგილობრივ ორგანიზაციაში იმყოფება.


indiatimes.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა