თეგებით ძიება
17. 06. 2021 მსოფლიო

21 დღის გოგო, რომელიც ხის ყუთით მდინარეში გადააგდეს, მენავემ იპოვა და გადაარჩინა

ინდოეთის შტატ უტარ პრადეშში, 21 დღის გოგონა, რომელიც მდინარე განგში ხის ყუთით გადააგდეს, მენავემ იპოვა და გადაარჩინა.

BBC-ის ცნობით, გოგონა ხის ყუთში, ინდუისტური ღვთაებების გამოსახულებებით გაფორმებულ წითელ შარფში იყო გახვეული. მას თან ახლდა დაბადების ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ ახალშობილი 21 დღისაა. გარდა ამისა ბარათზე გოგონას სახელად განგა იყო მითითებული.

მენავის თქმით, როდესაც მდინარის ნაპირზე ხალხმა ბავშვის ტირილის ხმა გაიგო, არავინ შეეცადა მის დახმარებას. "მაგრამ მე გავიქეცი მის გადასარჩენად, როდესაც ხის ყუთი გავხსენი, მე ის ვიპოვე".

გოგოა ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება მიმდინარეობს. მოგვიანებით მას ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანენ.

მენავე, გულუ ჩაუდჰარი ადგილობრივმა მთავრობამ დააჯილდოვა და მათ შორის მას ამ გმირობისთვის სახლიც გადაეცემა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა