თეგებით ძიება
20. 06. 2021 მსოფლიო

ისრაელი ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

ისრაელი, 1-ლი ივლისიდან საზღვრებს გახსნის იმ ტურისტებისთვის, ვისაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული ექნება. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"როგორც დღეს ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აელეტ შაკედმა განაცხადა, 1-ლი ივლისიდან ვაქცინირებულ ტურისტები შეძლებენ ქვეყანაში ჩამოსვლას, პირადად, და არა ჯგუფურად, ასევე წინასწარი ნებართვის გარშე სავიზო რეჟიმის მოთხოვების შესაბამისად", - ნათქვამია ისრაელის საგარეო უწყების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების სია, საიდანაც ტურისტები ისრაელში ჩასვლას შეძლებენ, მოგვიანებით გამოქვეყნდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა