თეგებით ძიება
20. 06. 2021 მსოფლიო

სომხეთში საარჩევნო უბნები დაიხურა

სომხეთში, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურები დასრულდა. ქვეყანაში 2008 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

16:00 საათის მონაცემებით, საკუთარი სამოქალაქო პოზიცია 989 972-მა ადამიანმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა 38,17%-ია.

ექსპერტები მთავარ დაპირისპირებას ექსპრეზიდენტ, რობერტ ქოჩარიანსა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, ნიკოლ პაშინიანს შორის ვარაუდობდნენ.

საერთო ჯამში კი 20 ივნისის არჩევნებში 25 პარტია და ბლოკი მონაწილეობდა. ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს 5%-იანი, ხოლო ბლოკებს 7%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

არჩევნებში მონაწილეობის მიღება 2 583 823 ამომრჩეველს შეეძლო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა