თეგებით ძიება
20. 06. 2021 მსოფლიო

ეგზიტპოლით ფაშინიანი ლიდერობს - მას ამომრჩეველთა 50.2%-მა მისცა ხმა

სომხეთშის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლი, ნიკოლ ფაშიანიანი ლიდერობს. მისივე დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, პარტია "სამოქალაქო შეთანხმებას" ამომრჩეველთა 50.2%-მა დაუჭირა ხმა, შესაბამისად კი პარტია არჩევნებს იგებს.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის პარტიამ, ეგზიტპოლის თანახმად, მან 15.7% მოაგროვა.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დღეს გაიმართა. საარჩევნო უბნები სარამოს 20:00 საათზე დაიხურა. საერთო ჯამში კი 20 ივნისის არჩევნებში 25 პარტია და ბლოკი მონაწილეობდა. ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს 5%-იანი, ხოლო ბლოკებს 7%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

არჩევნებში მონაწილეობის მიღება 2 583 823 ამომრჩეველს შეეძლო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა