თეგებით ძიება
22. 06. 2021 მსოფლიო

უკრაინა და დიდი ბრიტანეთი შეთანხმდნენ სამხედრო გემებისა და საზღვაო ძალებისთვის ბაზების ერთობლივ მშენებლობაზე

21 ივნისს ოდესაში სამეფო საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელი HMS DEFENDER გემზე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შესყიდვების მინისტრმა ჯერემი ქუინმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ოლექსანდრ მირონიუკმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს საზღვაო პარტნიორობის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ინდუსტრიის კონსორციუმსა და უკრაინის საზღვაო ძალებს შორის.

კერძოდ, მემორანდუმი ითვალისწინებს უკრაინასა და დიდ ბრიტანეთში სამხედრო გემების ერთობლივ დიზაინსა და მშენებლობას, უკრაინის გემთმშენებელი საწარმოების რეკონსტრუქციასა და უკრაინის საზღვაო ძალების ორი ბაზის მშენებლობას.

ცერემონიალს ესწრებოდნენ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი, დიდი ბრიტანეთის პირველი საზღვაო ლორდი ადმირალი ტონი რადაკინი და უკრაინაში ბრიტანეთის ელჩი მელინდა სიმონსი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა