თეგებით ძიება
22. 06. 2021 მსოფლიო

"ღორის ვაქცინას გაგიკეთებთ, ეს თქვენც მოგკლავთ და ვირუსსაც" - ფილიპინების პრეზიდენტი ანტივაქსერებს ემუქრება

ფილიპინების პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე კოვიდ-19-ის მზარდი გავრცელების ფონზე, ანტივაქსერებს მიმართავს და მათ დაჭერითა და ღორის ვაქცინის გაკეთებით ემუქრება.

"თუ არ გინდა ვაქცინის გაკეთება, დაგიჭერ და მე გაგიკეთებ. თუ არ გინდათ ვაქცინაცია წადით ფილიპინებიდან. მე ადგილობრივ ხელისუფლებას ყველა იმ ადამიანის სიას გამოვთხოვ, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ სურს.

თქვენ, ვისაც არ გსურთ ვაქცინის გაკეთება, მე გაგიკეთებთ ღორის ვაქცინას. ეს ნამდვილად მოკლავს ვირუსსაც და თქვენც" - აცხადებს დუტერტე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა