თეგებით ძიება
23. 06. 2021 მსოფლიო

რუსულმა ავიაციამ და ფლოტმა ბრიტანული სამხედრო გემი დაბომბა - რა მოხდა შავ ზღვაში?

შავ ზღვაში, ანექსირებული ყირიმის იახლოვეს, რუსულმა სამხედრო გემმა რუსეთის ტერიტორიული წყების საზღვრების დარღვევის გამო, ბრიტანულ სამხედრო გემს "HMS Defender"-ს ცეცხლი გაუხსნა.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსული ავიაციის და ფლოტის ერთობლივი ძალისხვმევით, ბრიტანულმა გემმა კურსი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მის სიახლოვეს 250-კილოიანი (ОФАБ-250) ბომბი ჩამოაგდო რუსეთის კუთვნილმა SU-24-მა.

რუსული მხარის განცხადებით, ბრიტანულმა სამხედრო გემმა დაარღვია რუსეთის საზღვარი, შევიდა რა ყირიმის სიახლოვეს ტერიტორიულ წყლებში, 3 კილომეტრის სიღრმეში, რომელსაც მოსკოვი ყირიმის ოკუპაციის შემდეგ თავისად მიიჩნევს. მათივე თქმით, ბრიტანული სამხედრო გემის ეკიპაჟმა რუსეთის ტერიტორიული წყლები მიზანმიპართულად და პროვოკაციულად დაარღვია.

ინციდენტის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაიბარეს ბრიტანეთის სამხედრო ატაშე. თავად ბრიტანულ მხარეს ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა