თეგებით ძიება
29. 06. 2021 მსოფლიო

მღვდლები არასრულწლოვნებს აუპატიურებდნენ - პოლონეთში საზარელი მასალები გამოაქვეყნეს

პოლონეთის კათოლიკურმა ეკლესიამ მღვდლების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ 1958–2020 წლებში სექსუალური ძალადობის 368 შემთხვევა გამოავლინა. მონაცემები 2018 წლის ივლისიდან 2020 წლის დეკემბრამდე პერიოდში შეგროვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

”მინდა მივმართო შეურაცხყოფილებს და ყველას, ვისაც ეკლესიაში ბოროტება შეეხო და პატიება ვთხოვო”, - მიმართა მორწმუნეებს პოლონეთის მთავარეპისკოპოსმა ვოიჩეჩ პოლაკმა პრესკონფერენციაზე.

პოლაკმა ხაზი გაუსვა, რომ ეს სტატისტიკა ეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც თავად აცხადებენ მღვდლების მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ და გამოქვეყნებული მონაცემები სრულად არ ასახავს სიტუაციის დრამატულობას.

”უნდა გვახსოვდეს და ვაცნობიერებთ, რომ ყველამ ვერ გაბედა თავის დამცირებაზე საუბარი და ამის შესახებ განცხადება”, - აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ვატიკანმა ორი პოლონელი ეპისკოპოსის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ისინი არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების დამალვაში დაადანაშაულეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა