თეგებით ძიება
01. 07. 2021 მსოფლიო

მოსკოვში პოლიციამ ტრანსგენდერი კაცი და მისი საცოლე ქორწილის დღეს დააკავა

მოსკოვის ცენტრში, წითელ მოედანზე, პოლიციამ ლგბტ-ს დროშის გაშლისთვის ტრანსგენდერი კაცი ალან ლეონგარდი და მისი ცოლი, ვალია ნარცისოვა დააკავა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

დროშას ეწერა „ქორწინების უფლება ყველას უნდა ჰქონდეს“. აქტივისტებმა აქცია ქორწილის დღეს მოაწყვეს. პოლიციამ ისინი არასანქცირებული აქციის ჩატარებისთვის დააკავა.

აქციის ჩატარებამდე აქტივისტებმა მანიფესტი მოამზადეს. მათ კანონის გაუქმება მოითხოვეს, რომელიც არასრულწლოვანებს შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას კრძალავს. ასევე 18 წელზე უფროსი პირებისთვის თავისი ურთიერთობების დაკანონება მოითხოვეს.

2013 წელს რუსეთში კანონი მიიღეს, რომლის მიხედვით არასრულწლოვნებში გეი პროპაგანდა იკრძალება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა