თეგებით ძიება
03. 07. 2021 მსოფლიო

ძლიერი მეწყერი იაპონიაში - დაკარგულია 20 ადამიანი და დანგრეულია სახლები

იაპონიის პრეპექტურა სიძუკოკას ქალაქ ამამიში ადგილობრივი დროით 10 საათზე ძლიერი მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ადგილზე სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივმა ხელისიფლების განმარტებით, უმაღლესი საფრთხის ქვეშაა 21 ათასი საცხოვრებელი სახლი. მათ, 35 ათას ადამიანს დაუყოვნებელი ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

პრეფექტურაში ბოლო დღეების განმავლობაში ძლიერი წვიმაა. ბოლო 48 საათის განმავლობაში 300 მმ ნალექი ჩამოწვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა