გიდასტურებთ, რომ ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს, ამიტომაც მოვუწოდებთ მშობლებს, ყველა ავიცრათ, რათა ბავშვებს ინფექცია არ გადავდოთ
მისივე ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში საწოლფონდების დეფიციტი არ არსებობს.
"ზრდის ტენდენცია არის და ეს ეტყობა ჰოსპიტალური დატვირთვის მაჩვენებლებს, მაგრამ ის, რომ ყველა „დელტა“ შტამია, ნამდვილად არაა,
ზოგიერთ ქვეყანაში უკვე იყენებენ „ფაიზერს“ 12-დან 15 წლის ასაკში, ეს არის: შტატები, კანადა, იტალია, ბრიტანეთი, მაგრამ ჯერჯერობით, ისინი მცირე რაოდენობით არიან. ამ საკითხს განიხილავს ევროპის წამლის სააგენტო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. თუ იქნება ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, საქართველო შეუერთდება. ამ ეტაპზე, ივლისსა და აგვისტოში, ეს არ იქნება.
ქვეყანაში საწოლფონდები საკმარისია ჯერჯერობით, პრობლემა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, ჩვენ 14 ათასამდე აქტიური შემთხვევა გვაქვს, საწოლფონდი საკმარისია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.