თეგებით ძიება
24. 11. 2023 COVID - 19

ლიეტუვას სეიმმა ვადაგასული, მაგრამ საკვებად ვარგისი პროდუქტების გაყიდვა დაუშვა

საკვების ნარჩენების შემცირების მიზნით, ლიეტუვას სეიმმა (პარლამენტმა) ვადაგასული, მაგრამ საკვებად ვარგისი პროდუქტების გაყიდვა დაუშვა. ხუთშაბათს, 23 ნოემბერს მიღებული ეს გადაწყვეტილება 2024 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

სურსათის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას 92-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 6, ხოლო 14-მა თავი შეიკავა.

სეიმის გადაწყვეტილებით, ნებადართული ხდება ისეთი ვადაგასული პროდუქციის გაყიდვა, რომელსაც ექნება წარწერა „best before“, რითაც დადასტურდება, რომ ეს პროდუქტი მოხმარებისთვის ვარგისია და შეიძლება მიეყიდოს მომხმარებელს.

ასეთი პროდუქციის რეალიზების მოთხოვნებს ლიეტუვას ეკონომიკისა და ინოვაციების სამინისტრო განსაზღვრავს.

სეიმის ეს გადაწყვეტილება ეხება ყავას, ჩაის, ფქვილს, მარცვლეულს, ზეთს და სხვა საკვებ, მაგრამ არამალფუჭებად პროდუქტებს. ასეთი პროდუქტების უსაფრთხოებასა და ხარისხზე პასუხისმგებლობა გამყიდველს დაეკისრება.

ეს პროდუქტები ცალკე თაროებიდან გაიყიდება და სპეციალური ეტიკეტირება ექნება.

ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მრჩევლის, გრეტე ლელეს თქმით, ასეთი გამოცდილება სლოვაკეთში უკვე არასებობს და ამ ქვეყნის მსგავსად, ლიეტუვაშიც მომხმარებელს არამალფუჭებად პროდუქტს ვადის გასვლიდან კიდევ 30-45 დღის განმავლობაში შესთავაზებენ. ვადაგასული, მაგრამ საკვებად ვარგისი პროდუქციის გაყიდვის ზუსტ ვადებს ლიეტუვას სურსათისა და ვეტერინარიის სახელმწიფო სამსახური დაადგენს.

წყარო: 1 tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა