ხორუმი რუსთაველზე: ქართველი მოცეკვავეების მსვლელობა ცეკვით - ფოტოები
ფილარმონიასთან შეკრებილი მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით ოპერასთან მივიდნენ. მათ ბანერი წარწერით - „ხორუმით ევროპისკენ“ ჰქონდათ გაშლილი. ამასთან, მოცეკვავეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ, გზადაგზა კი სკანდირებდნენ - „საქართველო“.
ოპერასთან მოცეკვავეები ხორუმს ცეკვავენ, რის შემდეგაც ისინი პარლამენტისკენ გაემართებიან.
დღეს, მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეები - ქუთაისელები, აჭარლები, რაჭველები, მეგრელები, სვანები - სხვადასხვა ლოკაციებზე იკრიბებოდნენ. ისინი საბოლოო ჯამში მსვლელობებით პარლამენტთან შეიკრიბებიან.
დემონსტრანტები მიმდინარე აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.