თეგებით ძიება

"ადამინები გადაიქცნენ რიცხვებად. 54, 44, 38...ვაქცინაცია ხალხს ეშმაკის დამღა ჰგონია" - დათო გორგილაძე

ტელეწამყვანი, მწერალი დათო გორგილაძე საქართველოში მძიმე ეპიდვითარებას ეხმაურება და სოციალურ წერს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანები უბრალო ციფრებად იქცნენ.

"ამჩნევთ, ხო?
ადამინები გადაიქცნენ რიცხვებად. 54, 44, 38.
შევეჩვიეთ, რომ ორ ათეულს თუ არ გადაცდა, ესეიგი კარგია.
ეს ინფექცია ადამიანებს ისე ალაგებს შავ ჩიხოლებში, როგორც თევზებს ჩააწყობენ ხოლმე კონსერვის ქილაში - მწყობრად, წესების დაცვით, რაოდენობრივი გადაცდომების გარეშე.
ვისაც ჰგონია, რომ მომდევნო დღეებში ნაკლები იქნება, ვულოცავ ვარდისფერ სათვალეს.
არ იქნება უკეთესად საქმე. ეს ყველაფერი მათემატიკის წესებს ემორჩილება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ვაქცინაცია ხალხს ეშმაკის დამღა ჰგონია", - წერს გორგილაძე ფეისბუქზე.



საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი, ხოლო 2713 პირი გამოჯანმრთელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა