თეგებით ძიება
21. 09. 2024 ვიდეო

"დადუმებული და დამუნჯებული ვარ, სიტყვებსაც ვერ წარმოვთქვამ...“ - რას ჰყვება კესარია აბრამიძის პერსონალური ქოუჩი? (ვიდეო)

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

პერსონალური ქოუჩი, მწერალი, იურისტი თეკლა გეთიაშვილი კესარია აბრამიძესთან დაკავშირებით საუბრობს.

"კესარიას პირად ცხოვრებაზე, რაზედაც მე მესაუბრებოდა, როგორც კლიენტი, ვერაფერს და არაფერს ვიტყვი.

მეორე დღეა დადუმებული და დამუნჯებული ვარ, უსამართლობისგან სიტყვებსაც ვერ წარმოვთქვამ. გაბრაზებული ვარ მასზე, საკუთარ თავზე, გაბრაზებული ვარ სამყაროზე, აღარ ვსაუბრობ მის მკვლელზე.

ხვალ მივდივარ გამომძიებელთან და ერთადერთი მას გავცემ პასუხს იმისთვის, რომ გამოძიებას დავეხმარო.

საოცარი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან, საოცარი ადამიანი მოკლეს სასტიკი მკვლელობით.

ადამიანი, რომელიც იყო ყველა თავისი მონაცემით ძალიან ქალური და მამაკაცის, ადამიანის ყველაზე დიდი ღირსებებით. ვინც კესოს იცნობდა ამაში ყველა დამეთანხმება.

ის იყო ადამიანი, რომელიც ყველაზე დარდობდა, ყველას ეხმარებოდა, ყველას გამო შეეძლო ენერვიულა,“ – აღნიშნავს თეკლა გეთიაშვილი.

@tekla929 #თეკლას #რჩევები N. #კესარიას #მკვლელობამ #დაგვამუნჯა ♬ Beethoven Moonlight Sonata-High Sound Quality - Amemiya


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა