თეგებით ძიება

რა ღირს იპოთეკური სესხები საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის იპოთეკური სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი ყველაზე ძვირი თურქეთში, ყველაზე იაფი კი აზერბაიჯანშია - ამის შესახებ ირკვევა კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული სტატისტიკიდან.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთის სიძვირითაც. ის რეიტინგში 99 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა, საშუალო საპროცენტო განაკვეთი კი 41.76%-ს შეადგენს.

საქართველო იპოთეკური სესხების სიძვირით მსოფლიოს ოცეულშია

რეიტინგში 31-ე ადგილზეა აზერბაიჯანი, აქ იპოთეკური სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.97%-ს უტოლდება.

Numbeo-ს რეიტინგში ოცეულში ხვდება საქართველო - საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი იპოთეკური სესხებისთვის 12.43%-ს შეადგენს, რითაც საქართველო სამეზობლოში მხოლოდ აზერბაიჯანს უსწრებს.

უფრო კონკრეტულად, იპოთეკურ სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, ასეთია:

  • თურქეთი - მე-2 ადგილი (41.76%);
  • რუსეთი - მე-6 ადგილი (21.31%);
  • სომხეთი - მე-14 ადგილი (13.64%);
  • საქართველო - მე-18 ადგილი (12.43%);
  • აზერბაიჯანი - 31-ე ადგილი (8.97%).

5 ქვეყანა, სადაც იპოთეკური სესხები შედარებით ყველაზე იაფია, ასე გამოიყურება:

  • შვეიცარია - 2.06%;
  • იაპონია - 2.09%;
  • ტაივანი - 2.38:
  • სინგაპური - 2.47%;
  • ბულგარეთი - 3.20%.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა