თბილისის 5 ყველაზე მეტად დასახლებული რაიონი
2024 წლის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 5.8%-ით ანუ 215 777 ადამიანით მეტია, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 455 444 კაცი (62.5%), ხოლო სოფლის მოსახლეობამ - 1 474 137 კაცი (37.5%).
„საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის ზრდამ 15.7%-ი (332 821 კაცი), ხოლო სოფლის მოსახლეობის კლებამ 7.4%-ი (117 044 კაცი) შეადგინა.
შედეგად, 2014 წლის აღწერასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქი/სოფლის სტრუქტურა - ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 5.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 62.5 პროცენტს გაუტოლდა”, - ვკითხულობთ „საქსტატის“ ანგარიშში.
ამავე აღწერის შედეგები აჩვენებს, რომ დედაქალაქის მოსახლეობის 17%-მდე სამგორის რაიონში ცხოვრობს. შესაბამისად, ყველაზე მეტად დასახლებული უბანიც სწორედ სამგორია.
- სამგორის რაიონი - 219 283 კაცი;
- გლდანის რაიონი - 209 477 კაცი;
- საბურთალოს რაიონი - 205 394 კაცი;
- ნაძალადევის რაიონი - 168 728 კაცი;
- ვაკის რაიონი - 141 537 კაცი;
- ისნის რაიონი - 140 398 კაცი;
- დიდუბის რაიონი - 81 935 კაცი;
- ჩუღურეთის რაიონი - 66 722 კაცი;
- მთაწმინდის რაიონი - 50 703 კაცი;
- კრწანისის რაიონი - 47 308 კაცი.