თეგებით ძიება

318 პირის ხელფასი ოქტომბერში 100 ათას ლარს აჭარბებდა - რამდენი იღებდა ას ლარზე ნაკლებს

2025 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 6.5%-ით შემცირდა იმ პირების რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 100 ლარის ფარგლებში იყო. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში 100-ლარამდე ხელფასი 10 538 ადამიანს ჰქონდა, ოქტომბერში კი მათი რიცხვი 9 852-ს შეადგენდა.

მონაცემები აჩვენებს, რომ ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 10%-ით გაიზარდა 100 ათას ლარზე მეტი მოცულობის ხელფასის მიმღებთა რიცხვი. უფრო დეტალურად, ოქტომბერში 100 ათას ლარზე მეტი ხელფასი 318-ს ჰქონდა, სექტემბერში კი 288 პირის ხელფასი აღემატებოდა 100 ათას ლარს.

„ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, სექტემბერში 100-დან 1000-ლარამდე ხელფასს 236 069 პირი იღებდა, ოქტომბერში კი ამ კატეგორიის ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 239 233-ს შეადგენდა. ამ შემთხვევაში დაახლოებით 1.3%-იანი ზრდა ფიქსირდება.

გარდა ამისა, 1.25%-ით არის გაზრდილი იმ პირების რაოდენობა, რომელთა ხელფასიც თვეში 1000-ლარიდან 9600-ლარამდე იყო. მაგალითად, სექტემბერში აღნიშნული მოცულობის ხელფასი 717 127 დასაქმებულს ჰქონდა, ოქტომბერში კი რაოდენობა 726 079-მდე გაიზარდა.

7.8%-იან ზრდას აჩვენებს იმ დასაქმებულების რაოდენობაც, რომლებიც თვეში 9600-ლარიდან 100 ათას ლარამდე ხელფასს იღებდნენ. უფრო კონკრეტულად, სექტემბერში ამ ოდენობის ხელფასს 29 133 დასაქმებული იღებდა, ოქტომბერში კი 31 421 პირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა