თეგებით ძიება

ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო ფასი კვ.მ-ზე 1 408 დოლარია - Colliers

ბათუმში 2026 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის სექტემბერთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,408 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Colliers-ის უახლეს კვლევაში ვკითხულობთ.

კვლევის თანახმად, პირველად ბაზარზე მაჩვენებელმა 10.7%-ით იკლო, ხოლო მეორეულ ბაზარზე, პირიქით, 9.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. პირველად ბაზარზე ფასის კლება აიხსნება 2025 წლის სექტემბერში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტის ტრანზაქციების ერთიანი რეგისტრაციით. ამ პროექტის გარეშე პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილმა ფასმა 4.6%-ით მოიმატა.

"2026 წლის სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ გასული წლის სექტემბერთან შედარებით 10.4%-ით იკლო და 1,614 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 0.9%-ით 107 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უცხოელი მყიდველების წილმა ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში 48% შეადგინ" - ვკითხულობთ კვლევაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა