თეგებით ძიება

წელს, თბილისში 3 მლრდ დოლარამდე ღირებულების ბინები გაიყიდა - რომელი უბნებია ყველაზე მოთხოვნადი

2026 წლის აგვისტოში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 429 შეადგინა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის” თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევაშია საუბარი.

ამავე კვლევის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში, დედაქალაქში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 30.9%-ით გაიზარდა. ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა როგორც მეორად, ასევე პირველად ბაზარზე.

„2026 წლის აგვისტოში გაყიდვები, სეზონური ტენდენციის შესაბამისად, თვიურად შემცირდა, თუმცა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე წინა წლის დონეს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება ბაზრის აქტივობას კვლავ ხელს უწყობდა.

2026 წლის აგვისტოში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 429 შეადგინა, აქედან:

მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 10.8%-ით გაიზარდა და 1 781 შეადგინა (2026 წლის 8 თვეში +15.9% წ/წ).

პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 28.4%-ით გაიზარდა და 1 648 შეადგინა (2026 წლის 8 თვეში +20.7% წ/წ), რაც ნაწილობრივ გასული წლის დაბალი ბაზის ეფექტით არის განპირობებული,” - ნათქვამია ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა, სადაც ტრანზაქციების რაოდენობამ 690 შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, „გალთ ენდ თაგარტის” თანახმად, 2026 წლის აგვისტოში, გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით უბნების ჩამონათვალი, ასე გამოიყურება:

  • დიდი დიღომი - 690 ბინა;
  • საბურთალო - 678 ბინა;
  • სამგორი - 500 ბინა;
  • გლდანი - 367 ბინა;
  • ისანი - 252 ბინა;
  • ნაძალადევი - 222 ბინა;
  • კრწანისი - 198 ბინა;
  • დიდუბე - 197 ბინა;
  • ვაკე - 142 ბინა;
  • ჩუღურეთი - 92 ბინა;
  • მთაწმინდა - 60 ბინა;
  • ვაშლიჯვარი - 31 ბინა.

ამასთან, ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2026 წლის 8 თვეში, თბილისში სულ 30 703 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+27.3% წ/წ).


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა