"კვადრატულის ფასი 2700 ლარიდან იწყება" - კერძო სახლების ფასები თბილისში
2026 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 5.9% შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის 2026 წლის მე-3 კვარტლის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების იდექსის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ვგებულობთ.
კვლევის თანახმად, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 66.2%-ით არის გაზრდილი.
RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2026 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.7%).
უფრო კონკრეტულად კი, 1კვ.მეტრის ფასი კერძო სახლების სეგმენტში უბნების მიხედვით ასეთია:
- ვაკე - 4 517 ლარი;
- მთაწმინდა - 4 430 ლარი;
- ჩუღურეთი - 3 637 ლარი;
- საბურთალო - 3 543 ლარი;
- დიდუბე - 3 448 ლარი;
- ისანი - 3 213 ლარი;
- გლდანი - 2 993 ლარი;
- კრწანისი - 2 961 ლარი;
- სამგორი - 2 839 ლარი;
- ნაძალადევი - 2 798 ლარი.